add by be news

პუტინმა ჯარის საბრძოლო მზადყოფნის შემოწმების ბრძანება გასცა

საინფორმაიო სააგენტო AP-ის ინფორმაციით, მას შემდეგ რაც უკრაინის ახალმა ხელისუფლებამ პრორუსულ საგარეო კურსზე უარი განაცხადა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის სამხედრო ნაწილებში, მათ შორის უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში, გამოაცხადა სამხედრო წვრთნები, რაც გულისხმობს რუსეთის ჯარის საბრძოლო მზადყოფნის შემოწმებას.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება 4 დღე გაგრძელდება და მასში მონაწილეობას რუსეთის საზღვაო და საჰაერო ძალებიც მიიღებენ. რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ აღნიშნულს არანაირი კავშირი არა აქვს უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან, სადაც ცენტრალური ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, საპროტესტო ტალღა უკრაინის ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში დაიწყო. აქ პრორუსული და პროდასავლური ძალები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ერთი მხარე უკრაინის ერთიანობის შენარჩუნებას, მეორე კი რუსეთთან ინტეგრაციას მოითხოვს.

No comments: