add by be news

სააკაშვილი: „იანუკოვიჩს საჯაროდ ვუთხარი, რომ ასოცირების შეთანხმებაზე უარის თქმა არ შეიძლებოდა



საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილსააკაშვილის განცხადებით, ის ვიქტორ იანუკოვიჩს გაერო-ში შეხვდა და საჯაროდ უთხრა, რომ ახლა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე უარის თქმა არაფრით შეიძლებოდა, თუმცა მან არ მოუსმინა.




მის შესახებ მან კიევში სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

სტუდენტებმა ექს–პრეზიდენტს სიტყვა რამდენჯერმე გააწყვეტინეს.  

 „მინდა, აღვნიშნო, რომ ის, რაც მოხდა და ხდება უკრაინაში, სულისშემკვრელია. ეს არის მსოფლიო ისტორიის გამაოგნებელი მოვლენა, რადგან რუსეთის იმპერიის აღორძინების იმპერიალისტური პროექტი რეალურად, მაიდნის ცეცხლში დაიწვა. არსებობდა იმპერიალისტური ოცნება და ყველაფერი მათთვის ხელსაყრელად ხორციელდებოდა. ნარინჯისფერმა რევოლუციამ არ გაამართლა იმედები, უკრაინაში ისევ დაიწყო ოლიგარქიული მმართველობა და ისევ ჰქონდა ადგილი კორუფციას. 2010 წელს იანუკოვიჩი მოიყვანეს ხელისუფლებაში, 2012 წელს იჯარა გაუგრძელეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტს, რომელიც დღეს ყირიმში მთავარი პრობლემაა. მე იანუკოვიჩს გაერო–ში შევხვდი და საჯაროდ ვუთხარი, რომ ახლა უარის თქმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე არაფრით შეიძლებოდა. იანუკოვიჩმა არ მოუსმინა ჩემს რჩევას, გადაუხვია და მმართველობა დაკარგა, მაგრამ უკრაინაში ამას დიდი რყევა მოჰყვა, რომელიც ახლაც გრძელდება. ვფიქრობ, საქმე არ ეხებოდა მხოლოდ ევროკავშირს, აქ მთავარი ისაა, რომ თქვენ გინდათ, იცხოვროთ ნორმალურ, განვითარებულ, ევროპულ სახელმწიფოში. უკრაინელები  არა უბრალოდ  ევროპელები, არამედ სუპერევროპელები ხართ. თქვენ ეს ბოლო დღეებში დაამტკიცეთ. ასეთი სიმამაცე ევროპაში აღარ დარჩა. თქვენ აჩვენეთ, რომ ხართ სუპერორგანიზებულები, ცივილურები და მამაცები. ეს უნიკალური მოვლენაა“,– განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

No comments: