add by be news

თამბაქოს მოხმარება დღეს უფრო საშიში გახდა, ვიდრე 50 წლის წინ იყო

ამერიკელმა ექიმებმა გააფართოვეს იმ დაავადებათა სია, რომელთა პროვოცირებასაც თამბაქოს მოხმარება ახდენს. ამ დაავადებათა შორის მოხვდა სიბრმავე, მეორე ტიპის დიაბეტი, მსხვილი ნაწლავისა და ღვიძლის კიბო, რევმატოიდური ართრიტი და იმპოტენცია.

ამის შესახებ აშშ-ის სანიტარული ექიმის მოვალეობის შემსრულებლის ბორის ლუშნიაკის მოხსენებაშია ნათქვამი. 
„დღეს მწეველებს უფრო მეტად ემუქრება ფილტვების კიბო, ვიდრე 1964 წელს, როდესაც გამოქვეყნდა მთავარი სანიტარული ექიმის მოხსენება, იმის მიუხეადავდ, რომ ახლა ადამიანები უფრო ნაკლებად ეწევიან სიგარეტს", - ნათქვამია ლუშნიაკის მოხსენებაში.
უკანსკნელი კვლევის თანახმად, მოწევამ შესაძლოა ასევე გამოიწვიოს სიბრმავე, დიაბეტი, მსხვილი ნაწლავისა და ღვიძლის კიბო.

ამის გარდა მწეველებს ემუქრება ტუბერკულოზი, იმპოტენცია, რევმატოიდული ართრიტი და იმუნური სისტემის დაქვეითება. პასიურ მწველებში შესაძლოა გაიზარდოს ინსლუტის ალბათობა. 
ლუშნიაკმა აღნიშნა, რომ 2014 წელს მოწევასთან დაკავშირებული დაავადებებით ნახევარი მილიონი ადამიანი გარდაიცვლება. ყოველ დღე 3200-ზე მეტი ადამიანი კი სიგარეტის პირველ ღერს ეწევა.
ამის გარდა აშშ-ის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა აღნიშნა ახალი ტენდენციები, რომლებიც უკანასკნელ წლებში მოწევის კულტურაში შეინიშნება. მისი თქმით, ელექტრონული სიგარეტი ქმნის საშიშ ილუზიას, რომ ის თითქოს ჯანმრთელობისთვის უვნებელი იყოს. 
თუ კი არაფერი შეიცვლება, მაშინ ახლანდელი 5,6 მლნ ბავშვი და მოზარდი მოზრდილ ასაკში იმ დაავადებებით გარდაიცვლებიან, რომელიც თამბაქოს მოხმარებას უკავშირდება.

No comments: