ყირიმი შეიძლებოდა გამხდარიყო აფხაზეთი ნომერი ორი, მაგრამ ვლადიმირ ვლადიმირის ძეს გონიერება ეყოფა, - ამის შესახებ რუსმა მუსიკოსმა ანდრეი მაკარევიჩმა ტელეკომპანია „დოჟდთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„... რაც შეეხება ყირიმს... ასეთი მასშტაბის ისტორიულ მოვლენას ყოველთვის ახლავს ყველა მხრიდან მასობრივი გადასვლები და სისულელეები, როგორც შიგნიდან, ისე გარედან.
დარწმუნებული ვარ, რომ რუსების მხრიდან რაღაც საუბრები თემაზე „კარგი იქნებოდა ყირიმი დაგვებრუნებინა“, ძალიან სახიფათო პროვოკაციაა. ძალიან სახიფათო. ჩვენ, სამწუხაროდ, როგორც არ უნდა გვწყინდეს ეს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უკვე მეოთხედი საუკუნეა, ყირიმი წარმოადგენს უკრაინის სუვერენულ ტერიტორიას. რაც არ უნდა ხდებოდეს ახლა მათთან, ეს პირველ რიგში, მათი შიდა საქმეა. ჩვენ გვეუბნებიან, რომ ყირიმის მოქალაქეებს რუსეთში სურთ შესვლა, მაგრამ ჩვენ არ გვეუბნებიან, ყირიმის მოსახლეობის რა ნაწილს სურს რუსეთში. ათს, ოცს, ათასს ან შესაძლოა, 10 ათასს ან 5 ათასს? იქ კიდევ ცხოვრობენ ყირიმელი თათრები და უკრაინელები. თუ ჩვენ გვინდა მივიღოთ აფხაზეთი №2, ზურგიდან უფრო დიდი მტერი, ამჯერად სერიოზული მტერი უკრაინის სახით, მაშინ უნდა განვაგრძოთ ეს სისულელეები“, - ამბობს მაკარევიჩი და აქვე აღნიშნავს, რომ რუსეთს ძალიან უყვარს ერთსა და იმავე წყალში მრავალჯერ შესვლა.
„დიდი იმედი მაქვს, რომ ვლადიმირ ვლადიმირის ძეს ეყოფა გონიერება არ ჩაერიოს ამ ისტორიაში. მაგრამ, ჩვეულებრივ ჩვენთან ჟირონოვსკი ისვრის ტელევიზორიდან საცდელ კენჭებს“, - აღნიშნავს მუსიკოსი.
მაკარევიჩი უკრაინაში რეგიონული ენის სტატუსის გაუქმების საკითხსაც შეეხო.
„დარწმუნებული ვარ, რომ იქ (ყირიმში მიტინგზე) არიან რუსებიც, რუსულენოვანი მოქალაქეები და ალბათ, ისინი შეურაცხყო იდიოტურმა კანონმა რუსული ენის აკრძალვის შესახებ. ეს უკრაინული სისულელეა. მე მესმის, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს ჩვენი ტერიტორია არ არის. ეს სადავო ტერიტორიაც კი არაა“, - აღნიშნავს მაკარევიჩი.
No comments:
Post a Comment