ამერიკელები სოჭში წარუმატებლობას ხინკალსა და ხაჭაპურს აბრალებენ

სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე აშშ-ის ნაკების მიერ დაკავებულ მეოთხე ადგილს ეროვნული გლოვა არ გამოუწვევია, მაგრამ განსჯის საგანი კი გახდა. Christian Science Monitor-ზე დაყრდნობით, BBC-ის რუსული სამსახური ამერიკელთა შედეგების მიზეზებს განმარტავს.
ასე მაგალითად, 1956 (კორტინა დ’ამპეცო) და 1984 (სარაევო) წლების ზამთრის ოლიმპიური თამაშების მსგავსად ციგურებით რბენაში ამერიკელები უმედლოდ დარჩნენ. არადა, წინასწარი გათვლებით მათ სოჭში მინიმუმ სამი მედალი უნდა მოეპოვებინათ.
ზოგადად ამერიკელ ოლიმპიელებს უარესი თამაშებიც ახსოვთ. ამის დასტურად კარგი მაგალითია კალგარის (1988) ზამთრის ოლიმპიური თამაშები, სადაც აშშ-ის ნაკრები მხოლოდ 6 (!) მედალს (2, 1, 3) და მე-9 ადგილს დასჯერდა. წარუმატებლობის ასეთივე კარგი მაგალითია ნაგანოს თეთრი ოლიმპიადაც (1998), სადაც მათ 13 მედლით (6, 3, 4) მეხუთე ადგილი დაიკავეს.
და მაინც, ჩამოთვლილი ზამთრის ოლიმპიური თამაშებზე მეტად ამერიკელები საკუთარი წარუმატებლობის პარალელს სოჭსა და ვანკუვერის თეთრ ოლიმპიადას შორის ავლებენ. ოთხი წლის წინათ კი ამერიკელებმა 37 მედალი (9 ოქრო, 15 ვერცხლი, 13 ბრინჯაო) მოიპოვეს და მესამე ადგილი დაიკავეს, სოჭში კი 28 მედლით (9, 7, 12) მეოთხეზე აღმოჩნდნენ. შესაბამისი მაჩვენებლის შემდეგ ამერიკელი ჟურნალისტები თანამემამულეთა წარუმატებლობის ახსნას სერიოზულადაც მიუდგნენ და ნახევრად ხუმრობითაც. სერიოზულია: ამერიკელებს წყალში რაღაც გაურიესო, ნახევრად ხუმრობით კი თქვეს, ოლიმპიურ სოფელში ძალიან ბევრი არაყი და სექსი იყოვო.
ეჭვი აქვთ არასწორ კვებაზეც, რაშიც სოჭის პელმენებს, მწვადებს, ხინკალსა და ხაჭაპურს ადანაშაულებენ.
No comments:
Post a Comment