"სექსი ხუთ ევროდ"
საბერძნეთში კრიზისის გამო სექსუალური ინდუსტრია სწრაფად ვითარდება. ბევრ ნიგერიელ ქალბატონს მხოლოდ პროსტიტუციის გზით შეუძლია თავის გატანა.
მეძავების უმრავლესობა საბერძნეთში უცხო ქვეყნიდანაა. საბერძნეთი მათ კარს უღებს ევროპისაკენ. პროსტიტუციის გარდა სხვა სამსახურის შოვნა ქალებისთვის თითქმის შეუძლებელი ხდება. თუკი რამდენიმე წლის წინ სექსის ერთი საათი 100 ევრო ჯდებოდა, დღეს 50 ევრომდე დაეცა. ათენში კი ორალური სექსი 5 ევრო ღირს.
უცხოეთიდან ჩამოსული მეძავები ძირითადად ნიგერიელები არიან.
„სიტუაცია საბჭოთა კავშირის დაცემის მსგავსია, მაშინ საბერძნეთში ქალები პროსტიტუციის მიზნით იყიდებოდნენ. ბევრი ქალბატონი დაუცველი და გაჭირვებულია და შესაბამისად უწევთ სხეულით ვაჭრობა.“ ამბობს ფოტოგრაფი მაირტო პაპადოპულოსი გერმანულ გაზეთ Zeit-Online-სთან ინტერვიუში.
No comments:
Post a Comment