თურქეთის პრემიერმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა 7 მარტს განაცხადა, რომ თურქეთი მხარს დაუჭერს ყირიმელ თათრებს მათი პოლიტიკური უფლებების დასაცავად უკრაინაში გაჭიანურებული კრიზისის ფონზე, იტყობინება სააგენტო Anadolu.
" გასაჭირში არ დავტოვებთ ყირიმელ თათრებს", განაცხადა ერდოღანმა ქალაქ ესკიშეხირში წინასაარჩევნო მიტინგზე. მან აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან უკვე განიხილა ყირიმში მცხოვრები თათარი მოსახლეობის საკითხი.
"უკვე ვესაუბრე რუსეთის პრეზიდენტს პუტინს ყირიმში განვითარებულ მოვლენებზე და ვუთხარი, რომ რუსეთმა ისევე უნდა დაიცვას ყირიმელი თათრების უფლებები, როგორც იცავენ ისინი რუსულ უმრავლესობასა და სხვა უმცირესობას" - განაცხადა პრემიერმა.
No comments:
Post a Comment