add by be news

ყირიმის ოკუპაციის დღევანდელი ქრონიკა და რუკა (ფოტო)

ტელეარხმა Euronews გამოაქვეყნა ყირიმის ოკუპაციის განახლებული რუკა. რუსეთის ჯარს ბლოკირებული აქვს უკრაინის სამხედრო ობიექტები - ქერჩის, პერევალნის და ფეოდოსიის საზღვაო ქვეითთა ბატალიონები, ასევე უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლობის შტაბი სევასტოპოლში.


დღეისათვის ბლოკირებულია 11 სასაზღვრო ობიექტი და ქერჩის ბორნის გადასასვლელი. ბლოკირებულია ქერჩში არსებული საბორნე გადასასვლელი „ყირიმი“. რუსებმა „ყირიმს“ულტიმატუმი წაუყენეს და დანებება მოსთხოვეს. ამავე დროს, თავად რუსები ყირიმში ჯარების გადასასროლად ქერჩის საბორნე გადასასვლელს შეუფერხებლად იყენებენ.
წუხელ რუსებმა შეიარაღებული შტურმით აიღეს სასაზღვრო განყოფილება სევასტოპოლში. სევასტოპოლის სამხედრო ჰოსპიტალისა და ბელბეკის ჰოსპიტალის თავზე მთელი დღის განმავლობაში მი-24 ტიპის 2 მოიერიშე შვეულმფრენი დაფრინავდა. შვეულმფრენებს არ გააჩნდათ საცნობი ნიშნები.
რუსებმა საკუთარი კატარღის აფეთქებით და ჩაძირვით უკრაინულ ფლოტს დონუზლავის ტბიდან გასასვლელი ჩაუხერგეს.
დღეს, ჩონგარეს გამშვებ პუნქტთან, ეუთოს მისიის დამკვირვებელთა ორმა ვტობუსმა 2-ჯერ უშედეგოდ სცადა ყირიმში მოხვედრა.

No comments: