add by be news

სამხედროების მიერ იარაღის ჩაბარება სამშობლოს ღალატად შეფასდება - უკრაინის გენპროკურატურა


ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, უკრაინის გენერალური პროკურატურის კოლეგია სამხედროებს მიმართვს და შეახსენებს, რომ „იარაღის ჩაბარება სამშობლოს ღალატად შეფასდება".

"უკრაინის შეირაღებული ძალების სამხედროებს უნდა ახსოვდეთ, რომ მათ უკრაინელი ხალხის წინაშე ერთგულების ფიცი აქვთ დადებული. აქედან გამომდინარე, იარაღის ჩაბარების, სამხედრო დისლოკაციების ადგილის და ტექნიკის დატოვების მოთხოვნის შესრულება შეფასდება, როგორც სახელმწიფოს ღალატი. ამას მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება", - ნათქვამია უკრაინის გენპროკურატურის მიმართვაში.

No comments: