როგორც „პრაიმ-ტაიმთან“ ინტერვიუში კვიციანი აცხადებს, კოდორის ხეობაში მომხდართან დაკავშირებით კითხვები თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ არსებობს.
,,ჩემი ძმა ყველაფრისთვის მზადაა. ის თავად არის დაინტერესებული, გამოძიებით, სურს, რომ სიმართლე გაირკვეს. ჩემი ძმა სულ ამბობობდა, რომ ჩემს სამშობლოში მინდა. ცუდად თუ კარგად არ გავურბივარ პასუხისმგებლობასო. ჩემს ძმას ერთი დანშაული აქვს ჩადენილი- წინააღმდეგობა გაუწია ხელისუფლებას. წინააღმდეგობაც იმიტომ გაუწია, რომ არ მომხდარიყო კოდორის დაკარგვა... ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ, ძალიან ბევრი კითხვა არსებობს. ამან მე, ნორა კვიციანს, კი არ უნდა გამცეს პასუხები, არამედ საზოგადოებას, ხალხს. თქვას, რატომ გააუქმა ბატალიონი , რატომ შეიყვანა ჯარი, რატომ დაბომბა კოდორი, განაჩენს ერი გამოიტანს. თქვას, ვისგან მიიღო ბრძანება, თუ აიძულეს, ეს ბრძანება შეესრულებინა, გამოვიდეს და განაცხადოს, რომ სააკაშვილმა მისცა ბრძანება და იძულებული იყო, ის შეესრულებინა. თუ ვაჟკაცია, ეს უნდა გააკეთოს,“ - აცხადებს ნორა კვიციანი გაზეთ ,,პრაიმ-ტაიმთან’’ საუბრისას.
No comments:
Post a Comment