add by be news

H3 N2-ის შემთხვევები მოიმატებს- ემუქრება თუ არა ქვეყანას ვირუსის საფრთხე

ვირუსული ინფექციის გააქტიურება თვის ბოლოდან მოხდება. ამის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დავით გამყრელიძემ გააკეთა.
გამყრელიძის თქმით, მოსაზრება იმის შესახებ , რომ საქართველოსი წელს h1n1 ვირუსი დომინირებს სიმარტლეს არ შეესაბამება. გამყრელიძის განცხადებით, წელს საქართველოსი, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში აქტიურია, A ტიპის ვირუსი h3n2. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, გასულ წელთან შედარებით, ვირუსული ინფექციების ნაკლები რაოდენობა დაფიქსირდა. მისი თქმით, წელს ლაბორატორიულად დადასტურებული რთული შემთხვევები, არის გაცილებით ნაკლები.
"მოსაზრება იმის შესახებ, რომ საქართველოში h1n1 ვირუსი დომინირებს სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენთანაც ისევე როგორც დანარჩენ მსოფლიოში,გავრცელებულია A ტიპის ვირუსი- h3n2. წელს გრიპის სეზონი მიმდიანრეობს შედარებით მშვიდად. პიკის პერიოდი აღნიშნება ხოლმე იანვარ თებერვალში, წელს ლაბორატორიულად დადასტურებული რთული შემთხვევები არის გაცილებით ნაკლები თუმცა ეს დამშვიდების საშუალებას არ გავაძლევს, რადგან შესაძლოა შემთხვევებმა მოიმატოს. პრევენციისთვის აუცილებელი საშუალებაა ვაქცინაცია. წელს სახელმწიფოს ხარჯზე მოხდა ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების აცრა. მთლიანობაში აცრილია 10 ათასამდე ადამიანი, გრიპის თავიდან აცილების კარგი საშუალება არის ჰიგიენური წესი დაცვა, ხშირი განიავება და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებიში ყოფნისგან თავის შეკავება. რაც ყველაზე მთავარია, როგორც კი იქნება მაღალი ტემპერატურა სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს,"-განაცხადა დავით გამყრელიძემ.

რაც შეეხება სამტრედიის მოხუცთა თავშესაფარში მოხუცთა გარდაცვალების ფაქტს. დავით გაყრელიძის თქმით, ჩატარებული ლაბორატორიული კვლევისას დადასტურდა, ათი შემთხვევიდან 5 -ზე A ტიპის H3 N2 ვირუსი დაუდასტურდა.

No comments: