add by be news

საქართველოში ბიზნესის დაწყების სიმარტივესთან ერთად, ბიზნესის დახურვაც მარტივი იქნება

საქართველოში ბიზნესის დაწყების სიმარტივესთან ერთადბიზნესის დახურვაც მარტივი იქნება - სათანადო გადაწყვეტილებების მიღება მთავრობას გაცხადებული აქვს სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისსტრატეგიის პროექტში - "საქართველო 2020", რომელიც ფინანსთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისსამინისტროებმა უკვე გამოქვეყნეს.


"კერძო სექტორის მწარმოებლურობის ამაღლებისთვის ბიზნესის დახურვის სიმარტივეს დიდიმნიშვნელობა ენიჭებავინაიდან ის აადვილებს კომპანიების გადანაცვლებას ნაკლებად ეფექტიანისფეროდან უფრო ეფექტიანში და შესაბამისადხელს უწყობს კომპანიების ზრდას დაკონკურენტუნარიანობის ამაღლებას", - ნათქვამია სტრატეგიის პროექტში.

ამავე დოკუმენტის მიხედვითბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პროცედურებისშემდგომი გამარტივების მიზნითმთავრობა უზრუნველყოფს ბიზნესის დახურვასთან დაკავშირებულიკანონმდებლობის და აღსრულების მექანიზმების დახვეწასასევეგადახდისუუნარობის პროცესშიკრედიტორთამოთხოვნის დაკმაყოფილების დონის ასამაღლებლად მოხდება კანონმდებლობის და აღსრულების შესაბამისიმექანიზმების გაუმჯობესება.

No comments: