add by be news

"პრემიერმა ობამას სთხოვა, რომ მავთულხლართების საკითხი რუსეთთან საუბრის დღის წესრიგში მაღლა აწიოს"

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი აცხადებს, რომ აშშ–ის პრეზიდენტ და ვიცე–პრეზიდენტთან შეხვერისას საქართველოს სამთავრობო დელეგაციამ და პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსეთის ფედერაციის მიერ ოლიმპიადის დასრულების შემდეგ ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებული ქმედებების საკითხი დააყენეს. ამის შესახებ მინისტრმა ტელეკომპანია რუსთავი 2–ის ეთერში განაცხადა.
"პირველ რიგში, ეს ეხებოდა საქართველოს ტერიტორიაზე საოკუპაციო ხაზის გავლების პროცესის განახლებას ოლიმპიადის დასრულებისთანავე. ამის ხაზგასმას ახდენდა პრემიერი ყველა შეხვედრაზე და განსაკუთრებით აშშ–ის პრეზიდენტთან და ვიცე–პრეზიდენტთან. ასევე, 11–კილომეტრიანი ე.წ. უსაფრთხოების ზოლის გადმოწევის პრობლემა ძალიან დეტალურად იყო განხილული. აშშ–ის პრეზიდენტის და ვიცე–პრეზიდენტის რეაქციები იყო ძალიან პრინციპული, რომ შეერთებული შტატებისთვის მიუღებელია, როდესაც დამოუკიდებელი ქვეყნის ტერიტორიაზე ხორციელდება საოკუპაციო ხაზების გავლების მიზნით მავთულხლართებისა და ღობეების მშენებლობა. პრემიერ–მინისტრის თხოვნა იყო, რომ ეს საკითხი ძალიან მაღლა იყოს დღის წესრიგში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ოკუპანტ რუსეთს შორის საუბრის დროს", – განაცხადა პეტრიაშვილმა და დასძინა, რომ აშშ ასოცირების შეთანხმებას  განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.

"ისინი თავის ყველა დიპლომატიურ რესურსს და კონტაქტებს გამოიყენებენ იმისათვის, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო მეტად დაჩქარდეს და გაღრმავდეს".

No comments: