add by be news

"უკრაინის არჩევნებზე ჩვენი დამკვირვებლების გაგზავნის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული"

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინის 2010 წლის არჩევნებზე ქართველი დამკვირვებლებისა და მრჩევლების გაგზავნის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, "რაც სასაცილო და სავალალოა". როგორც ექს–პრეზიდენტმა რუსთავი 2–ის ეთერში კიევიდან ჩართვისას განაცხადა, 2010 წელს დამხარება იულია ტიმოშენკომ სთხოვა
:"2010 წლის არჩევნების წინ მან მთხოვა დამხარება და ჩვენ გავგზავნეთ ბევრი ჩვენი მრჩეველი და დამკვირვებელი მათ არჩევნებზე. უკრაინაში მითხრეს, იმიტომ, რომ ჩვენი მეგობრები დაინიშნენ სამართალდამცავ სტრუქტურებში, რომ საქართველოს მთავრობამ, პროკურატურამ გამოითხოვა მონაცემები იანუკოვიჩის დამხობამდე 3 დღით ადრე, თუ როგორ გავგზავნეთ დამკვირვებლები 2010 წელს და ამაზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მე ქართულ პოლიტიკაში არ ვერევი, მაგრამ ეს ძალიან სასაცილო და სავალალოა", – განაცხადა სააკაშვილმა.


No comments: