კათოლიკური ეკლესიის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ანგელოზების არსებობა დაადასტურეს და განაცხადეს, რომ სინამდვილეში ისინი ისე არ გამოიყურებიან, როგორც ეს ადამიანს ჰგონია.
მამა რენცო ლავატორი, რომელიც ანგელოზების არსებობას სწავლობს, განაცხადა, რომ ციური არსებები, რომლებიც ახალი საუკუნის რელიგიის წყალობით "ისევ მოდაში შემოვიდნენ", სინამდვილეში უფრო მეტად სინათლის ანარეკლს ჰგვანან. მისივე თქმით, "ეს არის ანგელოზების ახალი გახსნა ქრისტიანობაში".
რენცო ლაბატორის განმარტებით, ანგელოზის იმიჯის პოპულარიზაციის ბუნებრივი შედეგია ის, რომ ისინი კვლავ მოდაში არიან და განსაკურებით ეს შობის წინა დღეებში შეიგრძნობა. ის ასევე აცხადებს, რომ ანგელოზები კაცობრიობას ახლა უფრო მეტად ესაჭიროება ვიდრე ოდესმე, რადგან საზოგადოებაში იზრდება სეკულარიზაცია და მატერიალიზაცია, რაც თავის მხრივ ეშმაკისთვის "ღია კარია".
No comments:
Post a Comment