ყავის სახეობის სიყვარულსა და ადამიანის ხასიათს შორის კავშირი არსებობს. კონკრეტული ტიპის ყავის სიყვარულს შეუძლია გაამჟღანოს, რამდენად ღია ან ჩაკეტილი, მომთმენი, გულითადი თუ მგრძნობიარე ადამიანი ხართ.
თუკი თქვენ ლატეს სვამთ, მოგწონთ სხვებისთვის სიამოვნების მინიჭება, მაგრამ ამასთან, შეიძლება გამოკვეთილი გქონდეთ ხასიათის ნერვული შტრიხები.
უფრო მეტად მომთხოვნები არიან ადამიანები, რომელთაც კაპუჩინო უყვართ. ისინი მიდრეკილნი არიან კონტროლისკენ, არიან განსაკუთრებით მგრძნობიარენი და ყურადღებას უთმობენ საკუთარ ჯანმრთელობას.
ხსნადი ყავის მოყვარულებს თავისუფალი ქცევა და მნიშვნელოვანი საკითხების გადადება ახასიათებთ.
რაც შეეხება ცივ ტკბილ ყავას — ეს სოციალურად გაბედული და ზოგჯერ დაუფიქრებლად მოქმედი ადამიანების სასმელია.
No comments:
Post a Comment