add by be news

“მინდა, ბოდიში მოვუხადო ჩემს მშობლებს, რომ აღმოვჩნდი უმადური შვილი და ჩემს შვილებს, რომ აღმოვჩნდი ეგოისტი მამა“

საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრი ვანო მერაბიშვილი თავის მშობლებს და შვილს ბოდიშს უხდის.
 ამის შესახებ მერაბიშვილმა საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც 26 მაისის საქმეზე სხდომა მიმდინარეობს.
 “მინდა, ბოდიშ
ი მოვუხადო ჩემს მშობლებს, რომ აღმოვჩნდი უმადური შვილი და ჩემს შვილებს, რომ აღმოვჩნდი ეგოისტი მამა. არც ადრე და არც დღეს არაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ ჩემს მშობლებს ჰქონოდათ ტკბილი მოხუცობა და ჩემს შვილებს - საშუალება, მამასთან ერთად გაზრდილიყვნენ. დანარჩენ შემთხვევებში მე ვარ ძალიან ბედნიერი, რომ მქონდა ყველაზე უფრო საინტერესო ცხოვრება, რაც კი საქართველოში ადამიანს შეიძლებოდა ჰქონოდა. მე ვარ ბედნიერი, რომ ვიყავი პირველ რიგებში ამ ბრძოლაში და მე დღეს რომ თავისუფალი ვიყო ვიქნებოდი უბედური, რადგან ჩემი მებრძოლები და თანამებროძოლები სხედან ციხეში ან განიცდიან ზეწოლას. რა არის  იმაზე უფრო სანატრელი, რომ მე ვიქნები და ვარ პატიმარი პუტინის და მისი ოლიგარქი ივანიშვილის“, – განაცხადა მერაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ  დღეს მერაბიშვილი უნდა დაკითხულიყო, თუმცა მან სასამართლო სხდომები ბოიკოტის ნიშნად დატოვა.


No comments: