ექსპრეზიდენტის თქმით, დავით ყიფიანი უკრაინაში პარტიული ან რაიმე სხვა პოლიტიკური ინტერესებისათვის არ ყოფილა, ის უკრაინისთვის იბრძოდა.
“კიევში დაიღუპა დათო ყიფიანი, საუკეთესო ქართველი ახალგაზრდა. რისთვის იყო ის უკრაინაში - უკრაინის მტრები ამბობენ, რომ დათოსნაირ ბიჭებს ქირაობენ. კიევში მე ვნახე დათო და მისი თანამებრძოლები, შემრცხვა, რომ მათ მატერიალურად ვერ ვეხმარებოდი. ისინი თავისი კაპიკ-კაპიკ ნაგროვები ფულით ჩავიდნენ კიევში და მატერიალურად ძალიან უჭირდათ. დათო იყო „ნაციონალური მოძრობის“ წევრი, მაგრამ იქ არ ყოფილა პარტიული ან რაიმე სხვა პოლიტიკური ინტერესებისთვის. იმისთვის, რომ გავიგოთ თუ რატომ იყო დათო ყიფიანი უკრაინაში უნდა გავიგოთ ის, თუ რატომ ჩამოდიოდნენ უკრაინელები საქართველოში. დათომდე ცოტა ხნით ადრე დაღუპული იური ვერბიცკი უკრაინული პრესის ცნობით, საქართველოს დასაცავად იბძოდა აფხაზეთში. ყველას, ვისაც აფხაზეთის ომი ახსოვს, იცის ისტორია რუსეთის სპეცრაზმის მიერ გარშემორტყმულ უკრაინელ მებრძოლებზე. უკრაინელები ხმამაღლა ყვიროდნენ “Грузины не сдаются” და ბოლო ტყვიამდე ებრძოდნენ მტერს. მაშინ, უკრაინელები იბძოდნენ საქართველოსთვის და ე.ი. უკრაინისთვის. დათო კიევში იბრძოდა უკრაინისთვის და ე.ი. საქართველოსთვის, უკრაინისთვის და საქართველოსთვის და ე.ი. თავისუფლებისთვის! დათოს შვილს, მამა ალბათ, არ ემახსოვრება, მაგრამ ის გაიზრდება იმპერიისგან გათავისუფლებული, თავისუფალი უკრაინისა და თავისუფალი საქართველოს პირობებში და ყოველთვის ეცოდინება, რომ საქართველოს დროშა ამაყად ფრიალებდა მაიდანზე. დათოს დაუპირეს ამ დროშის ხელიდან გამოგლეჯა, მან დროშა არ დახარა, ღირსება შეინაჩუნა და შემდეგ თავიც გაწირა, მაგრამ უკრაინული მაიდანიდან ის გამარჯვებული წავიდა”, - აცხადებს სააკაშვილი.

No comments:
Post a Comment