add by be news

დაოკდით. თქვენთვის არაფერი გვიპატიებია - ირმა ინაშვილი ნაციონალებს

ჟურნალისტი ირმა ინაშვილი მიშა სააკაშვილსა და მის თანაგუნდელებს  სოციალური ქსელით მიმართავს,  ჩადენილ დანაშაულს ახსენებს. "დავით დარჩიაშვილო, დავით საყვარელიძევ, გიორგი არველაძევ, გიგა ბოკერია, მიშა სააკაშვილო და სხვებო, დღეს თქვენ უკრაინელები კი არა, იანუკოვიჩები ხართ. იანუკოვიჩზე უარესებიც, რადგან ქართველი ხალხის წინაშე ჩადენილი დანაშაულის შეგრძნების უნარიც არ გაგაჩნიათ. იანუკოვიჩი ხვდება მაინც, რაც ჩაიდინა. ხვდება, რომ დიქტატორი გახდა. თქვენ ბოლომდე "დემოკრატიას" აწვებით და გულისამრევები ხართ. მადლობა თქვით, ისე რომ არ მოგექეცით, როგორ ტკივილსაც იმსახურებთ და გირჩევთ: დაოკდით. თქვენთვის არაფერი გვიპატიებია",  – წერს ირმა ინაშვილი facebook-ზე.

No comments: