ამერიკის მთავრობამ ავიაკომპანიები გააფრთხილა, რომ საერთაშორისო ტერორისტებმა ტერაქტის მოწყობის ახალი საშუალება შექმნეს და ასაფეთქებელი მოწყობილობა ფეხსაცმელშია ჩამონტაჟებული, - იტყობინება CNN.
აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, ახალი საშუალება "ალ ქაიდას" ასაფეთქებელი მოწყობილობების ცნობილი ექსპერტის იბრაჰიმ ალ აზირის ხელმძღვანელობით შეიქმნა.
სამსახური ავიაკომპანიებს მოუწოდებს, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ ამერიკისკენ მიმავალი რეისების მგზავრების ბარგისა და ფეხსაცმელების მიმართ.
No comments:
Post a Comment