add by be news

ჩერგოლეიშვილი: მნიშვნელოვანია, რა გაიგო ჩვენმა მთავრობამ ობამასთან შეხვედრიდან...

საქართველოს პრემიერმინისტრისა და ბარაკ ობამას შეხვედრას მნიშვნელოვან სიგნალს უწოდებს ჟურნალ ,,ტაბულას“ რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი, რომელიც ვიზიტის შესახებ ,,ფეისბუქის“ გვერდზე წერს.


,,კმაყოფილი ვარ, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის მეთაურს გაესაუბრა. ვფიქრობ მნიშვნელოვანი სიგნალია შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს და მოლდოვას ხელისუფლებებთან შეხვედრა იმ დროს, როდესაც პუტინის რეჟიმი უკრაინისთვის იბრძვის.
ცხადია უფრო გამიხარდებოდა, შეხვედრა უფრო მაღალი რანგის ყოფილიყო - საქართველოსთვის პრეზიდენტს ემასპინძლა ოვალურ ოფისში, მაგრამ ესეც კარგია.
არანაკლებ მნიშვნელოვანია, რა გაიგო ჩვენმა მთავრობამ ამ შეხვედრიდან - მიხვდნენ თუ ვერ მიხვდნენ, რომ იმ პროდასავლური ოპოციზიური ძალის განადგურებაზე ოცნება, რომლის დამფუძნებელსაც ამერიკის დამფუძნებელ მამას ადარებს მათი მასპინძელი, უნდა შეწყვიტონ და მათთან ერთად განაგრძონ საქართველოს ტრანსატლანტიკური მომავლისთვის ბრძოლა, მიხვდნენ თუ ვერ მიხვდნენ, რომ ევრაზიულ კავშირშზე გაუგებარი გზავნილები არ უნდა აკეთონ, არც სომხეთი მოიყვანონ საგარეო პოლიტიკის საუცხოო მაგალითად“.

No comments: