add by be news

იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ფეხბურთში

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის მხარდაჭერით 25 თებერვალს დასრულდა იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ფეხბურთში. ტრადიციულად სოფელ სამებაში დეკანოზმა გიორგი ჟღენტმა იუნკერ მაკარი ბურჭულაძის საფლავზე აღავლინა მცირე პანაშვიდი.
საფინალო თამაშში ერთმანეთს შეხვდა დაბის და სოფელ საჭამიასერის გუნდები, რომელიც დაბის გამარჯვებით დასრულდა. ა.ა.ი.პ.სპორტის განვიტარების ცენტრის მიერ გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდა სპეციალური თასებით, ხოლო საუკეთესო ფეხბურთელი, საუკეთესო მცველი და საუკეთესო მეკარე-ფასიანი საჩუქრებით

No comments: