add by be news

ქობულეთის გამგებელი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.
გიორგი რომანაძე დღეს სოფელ აჭყვისთავის მცხოვრებლებს შეხვდა. შიდა სასოფლო გზა და სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგება - ეს ის პრობლემებია, რომელთა მოგვარებაც ადგილობრივებმა გამგებელს სთხოვეს.
გამგებლის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე მოხდება გზების მოშანდაგება, გაზაფხულზე კი მათი მოასფლტება დაიწყება. აჭყვისთავის მცხოვრებლებმა დღეს იმ თანხაზეც ისაუბრეს, რომლის მიღებასაც ისინი ქობულეთის ციტრუსის მიმღები საწარმოსგან ამ დრომდე ელოდებიან. 

No comments: