add by be news

ქართული ოცნების" აქტივისტები მურმან დუმბაძეს ნეპოტიზმში ადანაშაულებენ

ქედაში "ქართული ოცნების" აქტივისტები საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერს, მურმან დუმბაძეს ნეპოტიზმში ადანაშაულებენ.
მათი ინფორმაციით, დუმბაძეს ქედაში პარტიის ხელმძღვანელად თავისი კანდიდატის დანიშვნა სურს.
აქტივისტები რეაგირებისთვის პარტიის გენერალურ მდივანს კახი კალაძეს მიმართავენ და ამ თანამდებობაზე ასლან ლორთქიფანიძის დანიშვნას სთხოვენ. იგი საპრეზიდენტო არჩევნების დროს გიორგი მარგველაშვილის შტაბს ხელმძღვანელობდა.
მურმან დუმბაძე სატელეფონო საუბარში ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს და ამბობს, რომ საკითხი არასერიოზულია, ამიტომ პასუხის გაცემას არ აპირებს.

No comments: