add by be news

ევროპის ქვეყნები და აშშ დაჟინებით ურჩევენ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან დიალოგი დაიწყოს

რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი აცხადებს, რომ ევროპის ქვეყნები და აშშ დაჟინებით ურჩევენ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან დიალოგი დაიწყოს. ვაჟა ლორთქიფანიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთთან ურთიერთობის დალაგების კუთხით გაბედულად უნდა იმოქმედოს, დროა გამოვიდეს სააკაშვილის დროინდელი კლიშეებიდან და სტერეოტიპებიდან და არ შეეშინდეს, რომ ვინმე ხელისუფლებას რუსოფილს დაუძახებს. ლორთქიფანიძე ამბობს, რომ ყველა დასავლელი ლიდერი, რომელსაც პუტინთან შეხვედრა ჰქონია, ამბობს, რომ ის პრაგმატული პოლიტიკოსია და შეუძლია შეთანხმების შესრულება- „პუტინი არის სიტყვის კაცი“ ამბობს ლორთქიფანიძე „ასავალ დასავალთნ ინტერვიუში და აცხადებს, რომ ის პუტინს ძალიან კარგად იცნობს, მასთან ბევრი შეხვედრა ჰქონია და არ არსებობს პრობლემა რომელიც მასთან განხილული არ ჰქონდეს.

No comments: