add by be news

ქართველები სოჭის ოლიმპიადაზე

სოჭის ოლიმპიურ თამაშებში დღეიდან ქართველი სპორტსმენებიც იასპარეზებენ. პირველი მოთხილამურე ნინო წიკლაური იქნება , რომელიც დღეს გიგანტურ სლალომში იასპარეზებს, 21-ში - სლალომში. განრიგის მიხედვით, წიკლაური რიგით 68-ე ნომერია. ასპარეზობა თბილისის დროით 09.30 საათზე დაიწყო. შეგახსენებთ, რომ სოჭში ოთხი ქართველი სპორტსმენი ასაპარეზობს. 18 თებერვალს გიგანტურ სლალომში გამოვა ნინო წიკლაური, რომელიც 21 თებერვალს სლალომშიც ცდის ძალას. 19 და 22 თებერვალს იასპარეზებენ სამთო მოთხილამურეები იასონ აბრამაშვილი და ალექსი ბენიაიძე, ელენე გედევანიშვილი (ფიგურული სრიალი) თამაშებში19-20 თებერვალს ჩაერთვება. სოჭიდან პირდაპირ ტელეტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი დღეს 11:00 საათიდან დაიწყებს.

No comments: