„რუსეთი არ სცნობს პრეზიდენტს და ხელისუფლებას, რომელიც უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების გზითა და ტერორისტული მეთოდით მოვიდა. რუსეთი არ სცნობს მთავრობას, თუნდაც იმას, რომელიც ე.წ ოპოზიციასთან მოლაპარაკებების შედეგად ჩამოყალიბდა.
ვაცხადებთ, რომ გამოვიყებენთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა მეთოდსა და საშუალებას, რათა უკრაინის ისტორიულად რუსი მოქალაქეებისა და მთლიანად უკრაინის ეთნიკურად რუსი მოსახლეობის ინტერესები დავიცვათ. ასევე დავიცავთ მათ უსაფრთხოებასა და ქონებას. ჩვენ, როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის დამფუძნებლები, თავს პოლიტიკურად ვალდებულად ვთვლით, დავიცვათ იმ უკრაინელების ინტერესები, რომლებიც მხარს უჭერენ ეთნიკურად რუს მოქალაქეებთან თანაცხოვრებას; დავიცავთ მათ და მათ ოჯახებს. შევახსენებთ მსოფლიოსა და ევროპის ყველა პოლიტიკოსს, რომ რუსი ხალხი ტერიტორიულად ევროპის ყველაზე დიდ ნაწილს იკავებს, თუმცა მანამ, სანამ მათი უფლებების დარღვევა მასშტაბურ ხასიათს არ იღებს, ჩვენ არ ვერევით. ამ შემთხვევაში გენოციდთან გვაქვს საქმე.
საჭიროების შემთხვევაში რუსეთის ხელისუფლება საკუთარი ხალხის ინტერესებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში დაიცავს“– ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის: რუსეთმა ყირიმის რეგიონის ქალაქ სევასტოპოლის შესასვლელთან ჯავშანმანქანები განათავსა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რუსული საჰაერო დესანტისა და სამხედრო-საზღვაო კოლონები კრასნოდარის მხრიდან ქალაქ ქერჩისკენ მიიმართებიან.
ამასთან, შავ ზღვაში განლაგებული ამერიკის საზღვაო-სამხედრო ფლოტი საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი.
No comments:
Post a Comment