მას შემდეგ, რაც "მწვანეთა პარტიამ" უმრავლესობა დატოვა და კოალიცია "ქართული ოცნებიდან" გამოსვლის გადაწყვეტილებაც მიიღო, დღეს გიორგი გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებისთვის გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
"პარტია თვითმმართველობის არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას. "მწვანეთა პარტიის" მერობის კანდიდატი კი მე, გიორგი გაჩეჩილაძე ვიქნები. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი პარტია წარმოდგენილი იქნება როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებშიც",_ განაცხადა გაჩეჩილაძემ.
პარტიის ლიდერი დარწმუნებულია, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე იქნება მეორე ტური, რომელშიც ის აუცილებლად იქნება.
კიდევ ერთი პარტია, რომელმაც უკვე განაცხადა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა "მომავალი საქართველოა". პარტიის ლიდერის, გიორგი ლაღიძის თქმით, მიუხედავად იმ არათანაბარი საარჩევნო პირობებისა, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი, ისინი სერიოზული და კონკურენტულუნარიანი ძალა იქნებიან არჩევნებზე. რაც შეეხება მერობის კანდიდატს ის პარტიის ლიდერი გიორგი ლაღიძე იქნება.
გაჩეჩილაძისგან განსხვავებით ლაღიძის პარტია არჩევნებში არ მიიღებს დამოუკიდებლად მონაწილეობას და პარტნიორ პოლიტიკურ ორგანიზაციებთან გაერთიანებას გეგმავს.
"უახლოეს ხანში მოხდება ჩვენს პარტნიორ ძალებთან ერთად ახალი პოლიტიკური ბლოკის პრეზენტაცია", _ განაცხადა "მომავალი საქართველოს" ლიდერმა.
No comments:
Post a Comment