add by be news

კახა კალაძე: გიგი უგულავას ძალიან ბევრ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებზე გიგი უგულავას განცხადებას გამოეხმაურა. კალაძე უარყოფს, რომ მისი გუნდი პროფესიონალ კადრებს პოლიტიკური შეხედულებებითა და ნათესავური კავშირებით არჩევს
."საჯარო სამსახურში ვერცერთი ადამიანი  დასაქმდებოდა,"ნაციონალური მოძრაობის"წარმომადგენელი თუ არ იყოეს მათ კარგად ჰქონდათ აწყობილიამისთვის ყოფილ პრემიერსა და შსმინისტრ ივანე მერაბიშვილს მიესაჯათუმცა სხვა მიმართულებითაც მიმდინარეობს გამოძიება,ისევე როგორც ბატონი უგულავა არის ბრალდებული და მის მიმართ მიმდინარეობს გამოძიებარომმან 50 მლნ - დედაქალაქის მაცხოვრებლების თანხები მიითვისაამ ადამიანს ძალიან ბევრ კითხვაზემოუწევს პასუხის გაცემაჩვენი სიძლიერე იმაშიარომ პოლიტიკური შეხედულებებითა დანათესავური კავშირებით არ ვარჩევთ პროფესიონალ კადრებსროგორც ამას "ნაციონალურიმოძრაობაცხრა წლის განმავლობაში აკეთებდა", - განაცხადა კალაძემ.

გიგი უგულავა „საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში შეტანილ იმ ცვლილებებს ეწინააღმდეგება, რომლის მიხედვითაც, არჩევნების შემდეგ თვითმმართველობის მოხელეები დროებით მოვალეობის შემსრულებლებად ჩაითვლებიან. უგულავა აცხადებს, რომ ღარიბაშვილსა და კალაძეს გადაწყვეტილი აქვთ, ადგილობრივი არჩევნების შემდეგ 20 ათასი ადამიანი გაუშვან სამსახურიდან.

No comments: