add by be news

აფხაზეთის დე ფაქტო დელეგაციამ სოჭში საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო სამთავრობო დელეგაციამ სოჭში საერთაშორისო ფორუმში, სახელწოდებით „ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების მემკვიდრეობა-ნოვაციები, ტექნოლოგიები, პერსონალი" მიიღო მონაწილეობა. იუწყება აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო. 
ფორუმი სოჭის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა და მასში დიდი ბრიტანეთის, კანადის, აშშ-ის, შვეიცარიის, ჩინეთის, საბერძნეთის, რუსეთის, ავსტრიის, გერმანიის და სხვა ქვეყნების დელეგაციებთან ერთად, ოფიციალურ დონეზე აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ხინთბა და ახალგაზრდობის და სპორტის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე შაზინა ავიძბა მონაწილეობდნენ. ისინი დასავლეთის რამდენიმე უნივერსიტეტის და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ და სპორტის, ახალგაზრდული პოლიტიკის და განათლების სფეროებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

დე ფაქტო დელეგაციის წარმომადგენლებმა ფორუმის მონაწილეები სოხუმში მიიწვიეს.

No comments: