add by be news

ბათუმში რამდენიმე სასტუმროსა და კაფე-ბარის მეპატრონე დააკავეს

შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ბათუმში რამდენიმე ადგილას ერთდროულად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე დააკავეს:
 სასტუმრო „იქსი“-ს და კაფე-ბარ „დუნია“-ს მფლობელი, აზერბაიჯანის მოქალაქე, სასტუმრო „დელფინი“-ს დროებითი მფლობელი, თურქეთის მოქალაქე, სასტუმრო „ირა“-ს მფლობელი,
სასტუმრო „ნინი“-ს დროებითი მფლობელი, სასტუმრო „ასმინი“-ს დირექტორი, თურქეთის მოქალაქე, სასტუმრო „პალანდოკენი“-ს დირექტორი თურქეთის მოქალაქე. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები ქალბატონებს პროსტიტუციისთვის სისტემატურად გადასცემდნენ ადგილს. სამართალდამცველებმა აღნიშნულ სასტუმროებში და კაფე-ბარში მომუშავე პირები მოწმის სახით დაკითხეს. გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს.

No comments: