300-მდე მძღოლი დღეს სამარშრუტო ხაზზე არ გავიდა. ისინი ერთი წლის წინ გაფორმებული შეთანხმების პირობების შეუსრულებლობას აპროტესტებენ. მძღოლები დირექტორის გადადგომას,
ხელფასების ზრდას, კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმებასა და პროფკავშირებისთვის ოთახის გამოყოფას ითხოვენ.
შპს "ბათუმის ავტოტრანსპორტში" კი აცხადებენ, რომ ხელფასი მძღოლებს მარშრუტების ოპტიმიზაციის ხარჯზე უნდა მომატებოდათ, თუმცა, საწვავის ფასის მომატებისა და სხვა ტექნიკური ხარჯის გამო, ვერ მოხერხდა. რაც შეეხება ხელშეკრულების გაფორმებას, საკითხზე სპეციალური კომისია მუშაობს
No comments:
Post a Comment