„ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ახალი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ მას უყვარს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი და მას სცხვენია იმ ადამიანების ნაცვლად, ვინც ვანოს პოსტზე ყოფნისას, ნინის მასთან მოკითხვებს აბარებდა.
აქამდე რატომღაც არასდროს გამოუხატავს ნინის მისდამი სიყვარული და ღრმა პატივისცემა. ახლა კი საკუთარ სტატუსზე გაკეთებულ კომენტარებშიც თავგამოდებით იცავს ვანო მერაბიშვილს, რომელსაც სულ ახლახანს 5 წელი მიუსაჯეს.
უცვლელად გთავაზობთ ნინი ბადურაშვილის სტატუსს მისი „ფეისბუქის“ გვერდიდან, რომელიც საჯაროა და მისი ხილვა ყველას შეუძლია :
„რამდენი ადამიანი მახსოვს ვანოს გვერდით....ან მაბარებდნენ
გადაეცი რომ ძალიან გვიყვარს ..და აშ....და დღეს? ყველა ჩუმად არის .. ეს არის დრო......მე მცხვენია თქვენს მაგივრად...მე მიყვარს ვანო, მიუხედავად იმისა რომ არ ვარ ნაციონალი ამაზე არის ანდაზა დრონი მეფობენ და არა მეფენი! ვანო მე მიყვარს ვანო და კიდევ რა
მინდოდა მეთქვა საზოგადოებისათვის!!!...სანამ ვანო იყო სახლში მარტო არ მეშინოდა...ახლა კი სახლშიც და სამსახური 100 მეტრში მაქვს და იქიდან წამოსვლის მეშინია!! ასეა ეეს!!!! :)))“.
ასევე, სტატუსთან ერთად, ნინი აქვეყნებს ვანო მერაბიშვილს
სურათს.
No comments:
Post a Comment