add by be news

ძლიერმა ქარიშხალმა 10-მდე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა

ძლიერმა ქარმა კახეთში, ყვარლის რაიონის სოფლები დააზარალა. სოფელ შაქრიანში 10-მდე საცხოვრებელ სახლს სახურავი აქვს გადახდილი, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. სოფელი უკვე მეორე დღეა, დენის გარეშეა დარჩენილი. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. სტიქიით დაზარალებულებს ადგილობრივი ხელისუფლება შეხვდა. რა სახის დახმარებას გაუწევენ მოსახლეობას, ჯერჯერობით უცნობია. ამ ეტაპზე ზარალის დათვლა მიმდინარეობს. ქარმა რამდენიმე სახლს სახურავი ახმეტასა და დედოფლისწყაროშიც გადახადა.

No comments: