add by be news

,,მარიოტის’’ ქართული წარმომადგენლობა „ბათუმი თაუერში“ მისი ბრენდის შესვლის გეგმებს არ ადასტურებს

„საქართველოში სასტუმროების ქსელის გაფართოება დაგეგმილი გვაქვს, თუმდა ბათუმი თაუერში განთავსების შესახებ მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს“


„ბათუმი თაუერში“ „მარიოტის“ ბრენდის სასტუმროს შესაძლო გახსნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ,,მარიოტის’’ ქართულ წარმომადგენლობაში არ ადასტურებენ.
 როგორც ,,კომერსანტს’’ ,,მარიოტიდან’’ აცნობეს, ბრენდს საქართველოში სასტუმროების ქსელის გაფართოვება დაგეგმილი აქვს, თუმცა, მოლაპარაკებები ბათუმი თაუერში განთავსების შესახებ არ მიმდინარეობს.

მედიაში გართცელებული ინფორმაციით, სასტუმროების მსოფლიო ბრენდი საქართველოში გაფართოებას გეგმავს. პირველ ეტაპზე, ინვესტორები ბათუმით და ლიკანით დაინტერესდნენ. შესაბამისად, უახლოეს დღეებში ბათუმში ჩასვლას და ბათუმი თაუერის დათვალიერებას გეგმავენ. ამავე ცნობებით, კომპანიის წარმომადგენლები ეკონომიკის მინისტრს შეხვდნენ, სადაც ითქვა, რომ საქართველოში ახალი, "მოქსის“ ბრენდის შემოსვლით არიან დაინტერესებული, რომელიც  „მარიოტის“ ჯგუფის ბრენდს წარმოადგენს. 

No comments: