გერმანელმა ბიატლონისტმა 19 წლის იულია პიპერმა თავი მოიკლა. ამის შესახებ გერმანული ჟურნალი Focus-ი იუწყება.
"ოლიმპიური თამაშების დასრულებიდან ერთი დღის შემდეგ, სპორტული სამყარო სამწუხარო ამბავმა მოიცვა", - წერს ჟურნალი.
გამოცემის ინფორმაციით, სპორტსმენმა იმ შაშხანით მოიკლა თავი, რომლითაც სპორტულ ღონისძიებებზე ასპარეზობდა. თვითმკვლელობა 16 თებერვალს მოხდა, თუმცა ამის შესახებ ცნობილი რამდენიმე დღის შემდეგ გახდა.
გამომძიებლებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ საქმე ეხება თვითმკვლელობას, თუმცა რამ უბიძგა ახალგაზრდა სპორტსმენს ამ ნაბიჯისკენ, არ ხმაურდება.
No comments:
Post a Comment