შაკირასა და რიანას ერთობლივმა კლიპმა საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.მაყურებლებლის შეფასებით, კლიპში „10% მუსიკა და 90% წმინდა ეროტიკაა“, რადგან რგოლი შეიცავს თამამ კადრებს ქალბატონ მომღერლებს შორის.
შაკირამ კლიპთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და ახსნა, რომ მისი მეუღლე ფეხბურთელი ჟერარ პიკე მას თამამ სცენებში მამაკაცებთან
ერთად გადაღებას უკრძალავს.
შაკირა ამბობს, რომ მეუღლის ეჭვიანობის საწინააღმდეგო არაფერი აქვს.
„მომწონს, რომ ჟერარი თავის ტერიტორიას იცავს და მაფასებს. ასე რომ, ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ის ჩემს თეძოებთან მიახლოვების საშუალებას აძლევს, რიანა იქნება“, - ამბობს კოლუმპიელი მომღერალი.
No comments:
Post a Comment