add by be news

ღურტაში, მთავრობასთან ხელშეკრულების ტექსტს ხვალ განიხილავენ


ხულოს რაიონის სოფელ ღურტაში, მოსახლეობასა და მთავრობას შორის შეთანხმების აქტს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ორგანიზაცია ამზადებს. ხელშეკრულება საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც ღურტაში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, მეწყერის საშიშროების გამო გააპროტესტეს.




როგორც news.ge-ს საიას ბათუმის ოფისის ხელმძღვანელმა გია ქარცივაძემ განუცხადა, ორგანიზაცია ხელშეკრულებისთვის კონკრეტულ პირობებს, მოსახლეობისა და მთავრობის წარმომადგენლების გუშინდელ შეხვედრაზე მიღწეულ შედეგებზე დაყრდნობით ამზადებს.
„გუშინ შეთანხმდნენ ძირითად პრინციპებზე, რომ მთავრობა ვალდებულებას აიღებს, თუ მომავალში ღურტას მოსახლეობას ზიანი მიადგება, სრულად აანაზღაუროს, ასევე, განახორციელოს სოციალურ პროექტები კომპანიამ და მთავრობამ მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებისთვის. შეთანხმების ტექსტის საჯარო განხილვა, ხვალ მოეწყობა სოფელში. თუ ადგილობრივები მიიღებენ პირობებს, შეთანხმების აქტი ხელშეკრულების ტექსტად შეიძლება ჩაითვალოს“, - განაცხადა ქარცივაძემ.
ღურტას მცხოვრებლებმა აქცია შეთანხმების პირობების დაცვის მოთხოვნით, გუშინ გამართეს და 8 მარტის ინციდენტთან დაკავშირებით, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილისგან ილია ელოშვილისგან, ბოდიშის მოხდამოითხოვეს.
ისინი ამბობენ, რომ 8 მარტს, სამართალდამცველებმა მათ, სწორედ ელოშვილის ბრძანებით მიაყენეს შეურაცხყოფა.
„მოვითხოვთ, მინისტრის მოადგილისგან მოდიშის მოხდას იმის გამო, რომ საერთაშორისო სოლიდარობის დღეს, ტკბილი სიტყვის თქმის და მოფერების ნაცვლად, ქალები გვიცემეს. ვინაიდან ბოდიშს არ იხდის, უნდა წავიდეს“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

No comments: