add by be news

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ კარიესი ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა

კარიესს იწვევს ბაქტერიები, რომლებიც ეწებებიან კბილებს და იკვებებიან პირის ღრუში დარჩენილი საკვები ნაწილაკებით. მათი ცხოველმყოფელობის ერთ-ერთი პროდუქტია მჟავა, რომელიც შლის კბილის ემალს.


მკვლევარებმა დაამტკიცეს, რომ კბილისათვის მავნე ბაქტერიები გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს ისევე, როგორც გრიპის ვირუსი.
ყველაზე უფრო გავრცელებული ბაქტერიებია Streptococcus mutans. ისინი განსაკუთრებით "ერჩიან" ბავშვებს, რომლებიც ამ ბატერიებს იღებენ მოზრდილებისაგან, მაგ დედისაგან, რომელიც სინჯავს საკვების ტემპერატურას და პირით ეხება მაწოვარას. რისკის ჯგუფში არიან ასევე სქესობრივი პარტნიორები, რომლებიც ამ ბაქტერიებს გადასცემენ ერთმანეთს კოცნის დროს.
ექსპერტების დასკვნა დასტურდება ცხოვრებისეული შემთხვევებით. მაგ. აღწერილია შემთხვევა, როდესაც პაციენტს ორმოცი წლის ასაკამდე არ აღენიშნებოდა კარიესი და უეცრად განუვითარდა ორი ღრმული კბილებზე და ასევე პარადონტიტი. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ქალი ხვდებოდა მამაკაცს, რომელსაც ბოლო თვრამეტი წლის მანძილზე არც ერთხელ არ მიუკითხია სტომატოლოგისათვის და ქონდა ღრძილების დაავადება. სწორედ ის აღმოჩნდა ახალი მეგობრის დაავადების მიზეზი. ასეთი შემთხვევები უამრავია
.

No comments: