add by be news

უკრაინის არმიაში საბრძოლო მზადყოფნა გამოცხადდა

საღამოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრიანის შეიარაღებულ ძალებში საბრძოლო მზადყოფნა გამოცხადდა. აღნიშნული დაადასტურა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად უკრაინის უშიშროების სამსახურმა შეიმუშავა გეგმა თუ როგორ უნდა იმოქმედონ შეიაღებულმა ძალებმა, რუსული ფართომაშტაბიანი ინტერვენციის შემთხვევაში. დილის 8 საათიდან კი მთელი ქვეყის მაშტაბით მობილიზაცია გამოცხადდა და სამხედრო კომისარიატებში იბარებენ სამხედრო ვალდებულების მქონე პირებს. რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია

რომ ყირიმში არსებული სამხედრო ნაწილები არ ჩაბარებიან რუსებს, როგორც ეს დღის განმავლობაშ რამდენჯერმე ითქვა და ემორჩილებიან უკრაინის თავდაცვის გენშტაბს.  შესაბამისი განცხადებაც გავრცელდა საჯარისო ნაწილების მეთაურების მხრიდან რომ ისინი რჩებიან ფიცის ერთგულნი, რომელიც უკრაინელ ხალხს მისცეს. მათ შორის უარყოფილი იქნა ინფორმაცია, უკრიანული სამხედრო გემის ეკიპაჟის, რუსების მხარეს გადასვლი შესახებ. როგორც ჩანს რუსებს არ გამოუვიდათ ბლიცკრიგი რომელიც უკრაინელი სამხედროების, დიდი ნაწილის დანებებაზე ქოდათ გათვლილი.  ადგილობრივების განცხადებით სევასტოპოლში კიდევ ორი რუსული სადესანტო ხომალდი შევიდა, რომლებმაც ბალტიის ფლოტის საზღვაო ფეხოსნები შეიყვანეს, რაოდენობა არ კონკრეტდება. საერთაშორისო ორგანიზაციების რეაქციის პარალელურად, უკრაინულ არმიაში გამოცხადებული სრული საბრძოლო მზადყოფნა მიუთითებს სიტუაციის უკიდურეს დაძაბულობაზე და ალბათ დედამიწაზე აღარავის აქვს ილუზია იმისა რომ რუსები ფართომაშტაბიან ინტერვენციას არ ახორციელებენ უკრაინის წინააღმდეგ. იმავე საერთაშორისო ორგანიზაციების რეაქციების მიხედვით უკრაინაში განხორციელებული ინტერვენცია რუსეთს ადვილად ვერ შერჩება და ამ ყველაფერს მისთვის სავალალო შედეგი უნდა მოჰყვეს. წინააღდეგ შემთხვევაში დასავლეთს გაუჭირდება საკუთარი იმიჯის შენარჩუნება, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცეში. ამ ყველაფრიდან რუსეთისათვის იმ შესაძლებლობის დატოვება რომ შეინარჩუნოს მშვიდობისმყოფელის იმიჯი და გავიდეს უკრაინიდან დანაკარგების გარეშე (არ ვგუისხმობ სამხედრო დანაკრგებს) ასევე იქნება დიდი დარტყმა დასავლეთისათვის, რასაც იმედია აცნობიერებენ და შეეცდებიან, თავნება "პახანი"-სათვის ჭკუის სწავლებას ერთხელ და სამუდამოდ.

No comments: