საქართველოს ექს-პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში მიმდინარემოვლენებთან დაკავშირებით რჩევები სენატორებმა სთხოვეს.
"რამდენიმე წუთის წინ მიხეილ სააკაშვილს მათივე ინიციატივით დაუკავშირდნენ სენატორი ჯონ მაკკეინი, სენატორი მარკო რუბიო და სენატორი კირკ უოტსონი და მას თხოვეს რჩევები და მოსაზრებები უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. სენატორმა მარკო რუბიომ საუბრისას აღნიშნა, რომ იგი სრულად იზიარებს მიხეილ სააკაშვილის მიერ ტელეკომპანია ჩNN-ის ეთერში გაკეთებულ შეფასებებს. საუბარი ასევე შედგა წარმომადგენელთა პალატის 4 კონგრესმენთან",- აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის "ფეისბუქზე" გავრცელებულ გუშინდელ განცხადებაში.
No comments:
Post a Comment