add by be news

რატომ დაიკიდა პუტინმა ობამა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა "დიდი რვიანის" შეხვედრის მოსამზადებელ სამუშაოებში მონაწილეობაზე უარი თქვას.

ვაშინგტონის მიერ გავრცელებულ პრესრელიზის თანახმად, საუბარი 90 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. 



ობამამ დაგმო რუსეთი ქმედებები უკრაინაში და შეშფოთება გამოთქვა რუსეთის ღია აგრესიასთან დაკავშირებით. მან მოუწოდა პუტინს, ჯარები ბაზებზე დააბრუნოს. მან აღნიშნა, რომ შეაჩერებს თავის მონაწილეობას "დიდი რვიანის" მოსამზადებელ სამუშაოებში, რომელიც რუსეთის თავმჯდომარეობით, სოჭში უნდა გაიმართოს. 

თეთრი სახლის გარდა, ობამა-პუტინის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს კრემლის პრესსამსახურიც. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ს პრეზიდენტის მიერ გამოთქმული შეშფოთების საპასუხოდ, პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში და ყირიმში ძალადობის გაგრძელების შემთხვევაში, რუსეთი იტოვებს უფლებას, "დაიცვას საკუთარი და რუსულენოვანი მოსახლეობის ინტერესები"


No comments: