add by be news

საფეხბურთო ინციდენტის უცნობი დეტალები



როგორც მოგეხსენებათ გუშინ 15:00 საათზე მიმდინარეობდა შეხვედრა ქუთაისის ტორპედოსა და თბილისის დინამოს შორის, თუმცა ეს მატჩი ჩაიშალა ტორპედოს გულშემატკივრების მოედანზე შევარდნის გამო.

ტელეკომპანია რუსთავი 2 იუწყებოდა , რომ ქუთაისის ტორპედოს გულშემატკივრებმა სკამები დაამტვრიეს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, როგორც ფან კლუბის წევრებმა დაადასტურეს მათი მხრიდან მსგავსი საქციელი არ ყოფილა, ხოლო იმ ყველაფრის მიზეზი რაც სტადიონზე მოხდა გახლდათ 26 ოქტომბერს მომხდარი დაპირისპირება თბილისში, ტორპედოს გულშემატკივრები აპროტესტებენ იმ ფაქტს, რომ 26 ოქტომბერს თამაშის მსვლელობის დროს მათ არავინ იცავდა , რის შედეგადაც თბილისის დინამოს გულშემატკივრებმა ტორპედოს გულშემატკივრებამდე თავისუფლად მიაღწიეს, ხოლო გუშინ 9 მარტს დინამოს გულშემატკივრებს 200_ს ზე მეტი პოლიციელი იცავდა. ასევე ტორპედოს გულშემატკივრების გაღიზიანება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ მატჩის დაწყებამდე 15 _ 20 წუთით ადრე ტორპედოელთა ყოფილმა გოლკიპერმა მათ სიტყვიერი შეურაწყოფა მიაყენა... ამას ისიც დაერთვო რომ ამ დროს ,,გლადიატორებიც" გამოჩდნენ და ტორპედოს გულშემატკივრებს სიტყვიერი შეურაწყოფა მიაყენეს რის შედეგადაც ტორპედოს გულშემატკივრები განრისხდნენ და ,, გლადიატორებისკენ" დაიძრნენ მაგრამ პოლიციამ ის ფაქტი აფმოფღვრა, ამის შემდეგ ბევრნი ეცადნენ ტორპედოს გულშემატკივრები დინამოს გულშემატკივრებამდე მიღწევას მაგრამ პოლიცია მათ საკმაოდ კარგად იცავდა, პოლიციასთან შეტაკების დროს 2 ტორპედოს გულშემატკივარი დაშავდა რამაც ისინი მეტად განარისხა , სწორედ ამის გამო შეიჭრნენ ისინი მოედანზე, ტორპედოს გულშემატკივრები ასევე უარყოფენ იმ ფაქტსაც რომ მათ სრულიად არაფრის გამო მიაყენეს ფეხბურთელებს სიტყვიერი შეურაწყოფა, სტადიონზე შესვლს მომენტში რამდენიმე დინამოელმა მათ სიტყვიერი შეურაწყოფა მიაყენა რის გამოც მათაც მსგავსი საქციელით უპასუხეს.

No comments: