add by be news

ნათია ფანჯიკიძე - გოიმები არიან რუსები და ისინიც, ვინც მათთან შეერთებისთვის თავს იკლავენ წყარო


თავდაცვის მინისტრის მეუღლე, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე რუს ერს ახასიათებს.  "ძალიან გოიმები არიან რუსები და ის კუთხეკუნჭულებიც, რომლებიც ამ გოიმებთან შეერთებისთვის თავს იკლავენ. ქვეყანა, რომელსაც მენდელეევის ყველა ელემენტი აქვს, შიმშილით კლავს თავის მოსახლეობას.

სამაგიეროდ ძალადობრივად მიწებს იერთებს 21-ე საუკუნეში, როცა ქვეყნებს შორის გავლენები და მხარდაჭერა აბსოლუტურად არ განისაზღვრება ტერიტორიული ერთობით. უბრალოდ ქმნის გასაჭირს და ტანჯვას ადამიანებისთვის, სულ ესაა მათი მოწოდება და შესაძლებლობები. დღეს ასეა და ღმერთმა ქნას, განვითარდნენ მომავალში მაინც. არ მეწყინება, რა ჯობია, შენზე ჭკვიან მეზობელს", - წერს ფანჯიკიძე.

No comments: