add by be news

"ხელოვანების აქცია ბათუმში გრძელდება, რამოდენიმემ შიმშილობაც გამოაცხადა"


ათუმის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის აქციები მთავრობის სახლთან გრძელდება, ამჯერად კარვების ფონზე . აქციის მოანწილეებმა დღეს ჩვენთან საუბარში განაცხადეს, სანამ მათი მოთხოვნები არ იქნება შესრულებული და ოთარ მიქელაძეს არ გააათავისუფლებენ თანამდებობიდან, რომელმაც 32 ადამიანს უმიზეზოდ შეუწყვიტა ხელშეკრულება და არ აღადგენენ თემურ ქორიძეს

მანამდე გააგრძელებენ აქციებს, აქციის მონაწილეთა განცხადებით უკვე შიმშილობს მეოთხე დღეა აქციის 3 მონაწილე დღეს კი მათ 2 მანდილოსანი შეუერთდება, "ერთი თვეა ანსამბლი გაფიციულია, ჩვენ 24 საათიან რეჟიმში გვაქ აქციები და სანამ ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება მანამდე ვიდგებით აქ, იყო შემოთავაზება რომ თემურ ქორიძეს დანიშნავდენ მოადგილედ და გათავისუფლებულებსაც აღადგენდენ , მაგრამ ეს წინადადება იყო მოუღებელი, რადგან ბატონი თემურ ქორიძე, რომელიც უნდა დანიშნულიყო მათი აზრით სამუშაო ადგილზე მთავარი დირექტორის მოადგილედ, ჩათვალეთ რომ ეს იყო მხოლოდ მოადგილის პოსტი, რომლესაც არანაირი შეხება არ ექნებოდა ანსამბლთან, როგორც უკვე გითხარით აქ ვაპირებთ ყოფნას სანამ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება" _ განგვიცხადა ერთერთმა აქციის მონაწილემ.
ჩვენ დღეს თავად თემურ ქორიძეც ჩავწერეთ: " იყო შემოთავაზება მოადგილის პოსტზე, რომელიც ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი,
რადგან ვერ წარმომიგენია ჩემი თავი კაბინეტში, როგორც შემოქმედს , 18 იანვარს ჩვენ საზოგაოდებას ვაჩვენეთ ჩვენი კონცერტი, სადაც ამ ბიჭების და გოგოების ოფლი იყო დაღვრილი და ამათი შრომა იყო ჩადებული, მე თავად ვცეკვავდი პროფესიონალ  ანსამბლებში 30 წელი, როგორც წამყვანი სოლისტი,  საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ, ანუ მე მიმაჩნია ჩემი კაბინეტში ყოფნა დანაშაულად, იმიტომ რომ მე ჯერ კიდევ შემწევს ძალა ვიყო ჩემი ანსამბლის და ერის სამსახურში, თუკი ადრე ვიყავი დირექტორი ,სამხატვრო ხელმძღვანელი და ქორეოგრაფიც , ახლა მიზანმიმართულად იზრდება ადგილები და ბიუჯეტიც ზარალდება, დღეის მდგომარეობით უნდა იყოს ესეიგი: დირექტორი ,დირექტორის მოადგილე, შემდეგ სამხატვრო ხელმძღვანელი, კონსულტანტი და რეპეტიტორი ანუ მე ვიყავი თამაშგარე მდგომარეობაში და იგივე არის დღეს, რომ დავთახმდე მათ შემოთავაზებას ჩემი აზრით იგივე იქნება ხვალეც და ზეგეც, აქედან გამომდინარე მე არასწორად მიმაჩნია  დავთახმდე მათ შემოთავაზებას, რადგან მერე იგივე პრობლემის წინაშე აღვმოვჩდებით და ბოლოს ვიტყვი რომ ვიქნები იქ სადაც ჩემი კოლექტივია ჩემი ანსამბლია ჩემი ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, ბლომდე ვაპირებთ ბრძოლას" _ განაცხადა ჩვენთან საუბარში თემურ ქორიძემ.
 ამ ფონზე კი დღეს აჭარით მთავრობის რამოდენიმე წევრი მაიამი ბიჩზე გაემგზავრა მივლინებით, საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები, იმიტომ რომ აჭარაში ბათუმში საკმაოდ დაძაბული ვითარება რადგან აქციები აქციებზე იმართება..
 დაველოდოთ მოვლენებს...


No comments: