add by be news

კივი პარკინსონისა და გულის დაავადებების წინააღმდეგ


იაპონელი მეცნიერების უკანასკნელი კვლევის მიხედვით, კივი საუკეთესო საკვები პროდუქტია, რომელსაც დაავადებების საწინააღმდეგო თვისებები აღენიშნება, წერს The Daily Mail.


ანალიზებმა გამოავლინა, რომ კივი ანტიოქსიდანტ პოლიფენოლების მაჩვენებლების მიხედვით უფრო სასარგებლოა ვიდრე ფორთოხალი, გრეიფრუტი, მანდარინი და ვაშლი.
ტოკიოს ტეიკიოს უნივერსიტეტის სპეციალისტების თქმით, განსაკუთრებით სასარგებლოა ყვითელი კივის ნაყოფი, თუმცა ჩვეულებრივი მწვანე კივიც ბევრად არ ჩამორჩება მას. მკვლევარებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს მოხალისეთა ჯგუფზე, რომლებიც ყოველდღიურად კივის სამ ნაყოფს მიირთმევდნენ. ამის შემდეგ მათ გაუკეთდათ შარდის ანალიზი ანტიოქსიდანტების შემცველობის დასადგენად.
მიღებული შედეგების საფუძველზე, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში Biological And Pharmaceutical Bulletin, გაკეთდა დასკვნა, რომ კივი ეწინააღმდეგება იმ დაავადებების განვითარებას, რომელიც ჯანგვითი სტრესით არის პროვოცირებული. ცნობილია, რომ ჯანგვითი სტრესი არის დაზიანება, რომელიც თავად ორგანიზმის მიერ გამომუშავებული მოლეკულებითაა გამოწვეეული. მასთან დაკავშირებულ დაავადებებს მიეკუთვნება ათეროსკლეროზი, გულის უკმარისობა, კიბო, ალცჰეიმერისა და პარკინსონის დაავადება
.

No comments: