add by be news

აჭარის სახლემწიფო ანსამბლის აქცია ბათუმში და აქციიდან გაქცეული განათლების მინისტრის მოადგილე

დღეს აჭარის მთავრობის სახლთან აჭარის სახელმწიფო ანსამბლის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს, ისინი მოითხოვენ ოთარ მიქელაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას, უმიზეზოდ გათავისუფლებული ადამიანების სამსახურში აღდგენას და თემურ ქორიძის თანამდებობაზე დაბრუნებას,

აქციის მონაწილეებს შეხვდა აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე და სავარაუდოდ ქალაქ ბათუმში ადგილობრი
ვი არჩევნების   ქართული ოცნების სიის პირველი  ნომერი ლადო მგალობლიშვილი,  რომელიც ასევე ქართული ოცნების გამარჯვების შემთხვევაში ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს.
აქციის მონაწილეებსა და მინისტრის მოადგილეს შორის მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა,როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა ის ვერ წყვეტს აღნიშნულ პრობლემას , მინისტრის მოადგილემ აქცია მოულოდნელად საუბრის დროს დატოვა ,ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა და ფაქტიურად შეხვედრიდან გაიქცა.
აქციის მონაწილის ოთარ მანძულაშვილის განცხადებით: " ამ კვირის ხუთშაბათს ჩვენ შევხდვით აჭარის  მთავრობის აპარატის უფროს ირაკლი ჭეიშვილის, მან გვითხრა რომ ორივე მხარეს შეგვახვედრებდა და მოლაპარაკებებს დავიწყ

ებით, ასევე აქვე დასძინა მან რომ თუ ოთარ მიქელაძე ერთ ადამიანს მაინც გაათავისუფლებს სამსახურიდან , მე ოთარ მიქელძეს თანამდებობიდან გავათავისუფლებ თუ რა და მე დავტოვებ თანამდებობას.
ჩვენ მოვითხოვთ რომ ირაკლი ჭეიშვილმა შეასრულოს დანაპირები და რატომ ამ ორი დღის უკან ბატონმა ოთარმა მიქელაძემ ჩვენმა დირექტორმა 32 ადამიანს შეუწყვიტა შრომითი ხელშეკრულება ,მიზეზი კი ალბათ ის არის რომ თემურ ქორიძეს ვუცხადებთ სოლიდარობას,ჩვენ მოვითხოვთ ჩვენი ყოფილი სამხატვრო დირექტორის დაბრუნებას და სანამ ეს მოთხოვნები არ შესრულდება მანამდე აქ დავიშლებით"_განგვიცხადა აქციის მონაწილემ ოთარ მანძულაშვილმა.

No comments: