add by be news

სევასტოპოლმა კიევს დაუმორჩილებლობა გამოუცხადა

ევასტოპოლში შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის არსენ ავაკოვის ბრძანებას არ ემორჩილებიან და ბერკუტის დაშლას არ აპირებენ, წერს "Севастопольская газета»" ქალაქის სამმართველოს უფროსის ალექს ჩალიზე დაყრდნობით.


როგორც გამოცემასთან ალექს ჩალი აცხადებს, სევასტოპოლში სპეცრაზმი არ დაიშლება, დარჩება ისევ ქალაქის პოლიციის ერთეულად და ყველა მათგანი მიიღებს ხელფასს. ასევე, მისი განცხადებით, ქალაქის შესასვლელში ამჟამად ამოქმედდა საგუშაგო და ნებისმიერი წარმომადგენელი კიევიდან, რომელიც სევასტოპოლში შესვლას მხოლოდ აღმასრულებელი კომიტეტთან შეთანხმების შემდეგ მოახერხებს.
მანამდე, სამმართველოს უფროსმა სხვა რეგიონების ბერკუტელები, რომლებიც უმუშევრები დარჩნენ, სევასტოპოლში მიიწვია, "გვჭირდება ღირსეული და მამაცი ადამიანები", რომლებიც შეძლებენ ქალაქის დაცვას, - აცხადებს ალექს ჩალი.
ბერკუტის დაშლის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი 25 თებერვალს, გვიან საღამოს, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მოაწერა. სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმი 20 წელზე მეტია რაც არსებობს და მასში დაახლოებით ოთხი ათასი ადამიანი მსახურობდა.

No comments: