add by be news

ემზარ კვიციანს საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში, დააკავებენ

საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში ემზარ კვიციანს დააკავებენ. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს.
"ემზარ კვიციანი ძებნილია. შესაბამისად, მისი ჩამოსვლის შემთხვევაში, კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ", - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი რუსეთიდან საქართველოში ხვალ დაბრუნდება. 16:00 საათზე მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები და მხარდამჭერები დახვდებიან. ემზარ კვიციანი მზადაა, გამოძიებასთან ითანამშრომლოს.
შეგახსენებთ, ასევე, რომ პოლკოვნიკი კვიციანი 2006 წლის ივლისის ბოლოდან სამხედრო ამბოხებისა და ტერორისტული აქტების მოწყობის ბრალდებით იძებნება. 

No comments: