ლევან ვარშალომიძე აჭარის პროკურატურაში მოწმის სახით არის დაბარებული, - ამის შესახებ მთავარ
პროკურატურაში განაცხადეს.
მათი ინფორმაციით, ვარშალომიძის დაბარება მოხდა ბათუმში მდებარე, მილიონნახევარ ლარად შეფასებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გასხვისებისა და დაზიანების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.

პროკურატურის განმარტებით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრები აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, ლევან
ვარშალომიძის პროკურატურაში დაბარებას წინასაარჩევნო პროცესს უკავშირებენ.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრები ბათუმის იუსტიციის სახლთან, სადაც პროკურატურაა განთავსებული, რამდენიმე წუთის წინ მივიდნენ. როგორც აჭარის უმაღლესი საბჭოს "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის ხელმძღვანელმა ირაკლი ბარამიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, წინასაარჩევნოდ ოპონენტი პარტიის ლიდერებზე პოლიტიკური ზეწოლა ხორციელდება.
"რა საკითხზეა დაბარებული არ ვიცი, მაგრამ ეს არის ბატონი ღარიბაშვილის განცხადებების გამოხმაურება. წინასაარჩევნოდ დაიწყო პოლიტიკურ ლიდერებზე ზეწოლა. ვფიქრობ, დღეს ეს პროცესი მიმდინარეობს პროკურატურაში. მაინც და მაინც წინასაარჩევნოდ ამ თემების წამოწევა არის პოლიტიკური საკითხი, რადგან რეიტინგებში ძალიან უჭირს "ქართულ ოცნებას" და ცდილობენ ამ თემებით გადაფარვას", - აღნიშნა ირაკლი ბარამიძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით, პროკურატურა
ლევან ვარშალომიძეს ბათუმში, ხულოს
ქუჩაზე ყოფილი აბანოების შენობის გასხვისების საკითხს ედავება.
ბათუმის პროკურატურასთან იმყოფება საქართველოს პარლამენტის წევრი უმცირესობიდან მიხეილ მახარაძე და ასევე, პროკურატურასთან მივიდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები "ნაციონალური მოძრაობიდან".
ლევან ვარშალომიძე ბათუმის პროკურატურაში 14:00 საათიდან იმყოფება. პროკურატურის ინფორმაციით, ის აჭარის პროკურატურაში მოწმის სახით არის დაბარებული.

No comments:
Post a Comment